კომპანია 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივი განვითარების გზას ადგას. ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენს ფინანსურ გუნდში შემოვიერთოთ საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმეები, რომლებსაც საშუალებას მივცემთ პროფესიონალთა გუნდის დახმარებით მიაღწიონ წარმატებას თავიანთ სფეროში.
მალე იგეგმება გარდა დედაქალაქისა,ჩვენი წარმომადგენლობის საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გატანა, რადგან ვფიქრობთ, რომ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება სახელმწიფოს ხერხემალია.
ამასთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ხდება ჩვენი გუნდის ადამიანურ რესურსში ინვესტიციის ჩადება, კადრების გადამზადება და ინფორმირება საგადასახადო/ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებში განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით. შესაბამისად მმართველ რგოლებში ჩვენივე კადრები ხვდებიან და ეს კიდევ უფრო მეტ სანდოობას წარმოშობს ჩვენსა და დამკვეთებს შორის.
ჩვენ გვინდა მეწარმეებთან ერთად ვიყოთ ბიზნესის განვითარების წინა ხაზზე და შევიტანოთ ჩვენი წვილი მათ ფინანსურ კეთილდღეობაში
მიზანი და ღირებულება