Be Group-ის მომსახურება დაფუძნებულია კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ჩვენ ვართ ის რგოლი, რომელიც მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ზარალის შეფასების სრულ ციკლზე – დაზიანებული ობიექტის ანალიზიდან – საბოლოო დასკვნის ფორმირებამდე. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ჩვენი უწყვეტი ზრდა და ნდობა ბაზარზე. ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ როგორც სადაზღვევო კომპანიები, ასევე საერთაშორისო საშემფასებლო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები
ჩვენ გთავაზობთ როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანებების სრულყოფილ შეფასებას, რომელიც აუცილებელია გაუთვალისწინებელი მოვლენების შემდეგ ზარალის ზუსტი დადგენისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ქონების დაზღვევისას, ასევე დაზღვევის განახლების ეტაპზეც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების ზუსტი იდენტიფიცირება და შეფასება. ეს პროცესი აუცილებელია როგორც ქონების მფლობელებისთვის, ისე დაზღვევის განმახორციელებელი კომპანიებისთვის.
უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიზეზის დადგენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს – როგორც მზღვეველისთვის, ისე ქონების მესაკუთრისთვის.
მოგვწერეთ: