ჩვენ გთავაზობთ როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანებების სრულყოფილ შეფასებას, რომელიც აუცილებელია გაუთვალისწინებელი მოვლენების შემდეგ ზარალის ზუსტი დადგენისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
უძრავი და მოძრავი ქონება
შეფასების საგანს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, მათ შორის:
- საცხოვრებელი ბინები
- კერძო სახლები
- საოფისე ფართები
- კომერციული შენობები
დაზიანების შეფასება მოიცავს ქონების როგორც გარე, ისე შიდა კომპონენტების სრულ ანალიზს.
დეტალურად განიხილება:
- კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა, როგორიცაა საძირკველი, კედლები, სახურავი და სხვა საკვანძო ნაწილები
- შიდა მოპირკეთება, მათ შორის იატაკი, ჭერი, შიდა კედლები და სხვ.
- საკომუნიკაციო სისტემები, მათ შორის წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ქსელი, ელექტროგაყვანილობა, გაზგაყვანილობა და სხვა
ამ პროცესში ჩვენი მიზანია როგორც დაზიანებების მასშტაბის, ისე მიქმნილი ზიანის ობიექტური და არგუმენტირებული დადგენა.
მოძრავი ქონება / შიგთავსი
ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს მოძრავი აქტივების, იგივე შიგთავსის, დეტალურ შეფასებას. ეს აქტივები შეიძლება იყოს:
- ავეჯი
- საყოფაცხოვრებო და პროფესიული ტექნიკა
- ინტერიერის ელემენტები
- საოფისე და სამრეწველო აღჭურვილობა
- სხვადასხვა დანიშნულების მანქანა-დანადგარები
შეფასების პროცესში განისაზღვრება:
- აქტივის მიმდინარე ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობა
- მისი შესყიდვისა და საბაზრო ღირებულება
- ნარჩენი ღირებულება, რომელიც აქტივის ხანგრძლივობის და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება
გარდა ამისა, მოხდება იმის შეფასებაც, თუ რა სახის ხარჯია საჭირო აქტივის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად — იქნება ეს მისი შეკეთება თუ სრულად ჩანაცვლება.
სპეცტექნიკის შეფასება
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალპროფილიანი სპეციალისტებით, რომლებიც ფლობენ სიღრმისეულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა ტიპის ტექნიკის შეფასებაში.
მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მობილური და სპეციალიზებული ტექნიკის შეფასება მოიცავს:
- სამეურნეო და სამშენებლო მობილურ მანქანა-დანადგარებს
- დამტვირთველებს
- ექსკავატორებს
- ავტოამწეებს
- ბულდოზერებს
- და სხვა მსგავს დანადგარებს
ჩვენი სერვისი ფოკუსირებულია არა მხოლოდ დაზიანების აღწერასა და შეჯამებაზე, არამედ მოიცავს დეტალურ ტექნიკურ და ღირებულებით ანალიზს, მათ შორის:
- ტექნიკის სარემონტო ან ჩანაცვლების ღირებულების დადგენა
- მისი ნარჩენი ღირებულების განსაზღვრა
- მიმდინარე საბაზრო ღირებულების მოკვლევა
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ზუსტ და გამჭვირვალე შეფასებას, რაც სასარგებლოა როგორც დაზღვევის პროცესში, ისე მფლობელების, ექსპერტების ან აუდიტორებისთვის.
სასაქონლო–მატერიალური მარაგები
სასაქონლო-მატერიალური მარაგები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც შესაძლოა დაზიანდეს ან დაიკარგოს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის შედეგად, როგორიცაა:
- ხანძარი
- წყალდიდობა
- ქურდობა და სხვა
ასეთი შემთხვევების დროს მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ბიზნესის შეჩერებით გამოწვეული ფინანსური და საოპერაციო რისკები და შესაძლებელი გახდეს საქმიანობის მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგენა.
ჩვენ გთავაზობთ მარაგების საფუძვლიან შეფასებას, რომელიც მოიცავს:
- შემთხვევის შემდგომ დარჩენილი ნაშთის განსაზღვრას
- ფინანსური ზარალის ანალიზს
- დაზიანებული საქონლის ნარჩენი ღირებულების გამოთვლას
შეფასების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ვიძიებთ და ვიყენებთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორიცაა:
- ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები
- შესყიდვის დოკუმენტები
- სატრანსპორტო ზედნადებები და სხვა
მოცემული მონაცემების საფუძველზე ვატარებთ დეტალურ ანალიზს, რის შემდეგაც წარმოგიდგენთ სრულყოფილ შეფასების დოკუმენტს ანგარიშის სახით – მკაფიოდ გაწერილი მიგნებებით და ფინანსური შედეგებით.
ტვირთი
ტვირთი ტრანსპორტირებისას შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა მოულოდნელი გარემოებების შედეგად. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული და ზუსტი შეფასება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ფინანსური ზარალი და შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის მოთხოვნის ან პროცესის ოპტიმიზაცია.
დაზიანებული ტვირთის შეფასების პროცესი მოიცავს რამდენიმე კრიტიკულ ეტაპს:
- შემთხვევის ადგილზე დეტალური ინსპექტირება
- სატვირთო ავტომობილის დათვალიერება
- გადაზიდვის დოკუმენტების გადამოწმება
- მიღებული შედეგების ანგარიშის სახით ფორმალიზება
ზარალის ფინანსური ანალიზისას ვითვალისწინებთ:
- ტვირთის საინვოისო ღირებულებას
- არსებული საბაზრო ფასებს
- ნარჩენ ღირებულებას (არსებობის შემთხვევაში)
იმ შემთხვევებში, როდესაც ზარალი გამოწვეულია გადამზიდავის ან ექსპედიტორის პასუხისმგებლობით, შეფასებისას ვიყენებთ საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებულ სტანდარტს ზარალის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის.
ბიზნეს შეფერხება
იმ შემთხვევაში, თუ ქონების დაზიანებამ გამოიწვია თქვენი საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება, ჩვენ გთავაზობთ დაზიანების პერიოდიდან – ქონების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებამდე ფინანსური ზარალის დეტალურ ანალიზსა და დაანგარიშებას.
შეფასება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ზარალის იდენტიფიცირებას, მათ შორის:
- უძრავი ან მოძრავი ქონების ფიზიკური განადგურებით, დაზიანებით ან დანაკარგით გამოწვეული იძულებითი შეწყვეტის შედეგად მიყენებული პირდაპირი ზიანის ღირებულება
- შემცირებული ბრუნვის მოცულობა, რაც საქმიანობის შეჩერებით ან შემცირებითაა განპირობებული
- ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც წარმოიქმნება მიუხედავად საქმიანობის მოცულობის ცვლილებისა
- დაკარგული მოგების შეფასება, როგორც პირდაპირი ეკონომიკური ზარალი
- და, იჯარის შემთხვევაში – დაკარგული საიჯარო გადასახადის (რენტის) ღირებულების დადგენა
ჩვენი ანალიზი ეფუძნება როგორც ეკონომიკურ პარამეტრებს, ისე ბიზნესის ინდივიდუალურ სპეციფიკას, რათა მიიღოთ მაქსიმალურად სამართლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება.