ვიდრე ზარალი დადგება: როგორ ხდება სადაზღვევო რისკის შეფასება გლობალური სტანდარტით?

ვიდრე ზარალი დადგება: როგორ ხდება სადაზღვევო რისკის შეფასება გლობალური სტანდარტით?

15-09-2026
15-09-2026

წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა საწარმო წლების განმავლობაში იხდის სადაზღვევო პრემიას, პოლისი მოქმედია და ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა. შემდეგ ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენა, მაგალითად ხანძარი და უცებ ირკვევა, რომ ამ ხანძრის პრევენცია შესაძლებელი იყო – წინასწარ მარტივი ზომების მიღებით.

ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ხანძარი ცუდია, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ დაზღვევა მუშაობს და ზარალი ნაწილობრივ ანაზღაურდება, თუმცა მეორე მხრივ, ფაქტია, რომ რისკი წინასწარ განჭვრეტადი იყო.

ეს ზუსტად ის სცენარია, სადაც ე.წ. Risk Survey-ის, ანუ სადაზღვევო რისკის შეფასების მნიშვნელობა კიდევ უფრო ცხადი ხდება და ეს პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში McLarens-ის გლობალური სტანდარტით Be Group-თან ერთად.

რა არის Risk Survey და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი შეფასებისგან?

სადაზღვევო რისკების შეფასება გულისხმობს რისკების დეტალურ იდენტიფიცირებას და მათ სიღრმისეულ გაანალიზებას (რაოდენობრივი და თვისებრივი გამოთვლები).

რისკის გამოკვლევა ხდება არა ზარალის დადგომამდე, არამედ სადაზღვევო პოლისის გაფორმებამდე. შესაბამისი სპეციალისტი სწავლობს ობიექტს ფიზიკურად: შენობის კონსტრუქციას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, ელექტროგანაწილებას, შენახვის პირობებს, უსაფრთხოების პროტოკოლებს და ათობით სხვა, პოტენციური რისკის შემცველ ფაქტორს.

თუკი ზარალის ჩვეულებრივი შეფასება პასუხობს კითხვას “რა დაზიანდა?”, რისკის გამოკვლევა პასუხობს კითხვას “რა შეიძლება დაზიანდეს და რატომ?”

რატომ არის McLarens-ის სტანდარტი მნიშვნელოვანი?

ლოკალური, არაფორმალური შემოწმება დაზღვევამდე ხშირად ეყრდნობა ინდივიდუალურ გამოცდილებას და გადაწყვეტილება მიიღება ინტუიტიურად. McLarens-ის მეთოდოლოგია კი, რომელიც გლობალურად ასობით ქვეყანაშია აპრობირებული, სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული პროცესია.

ეს ნიშნავს, რომ:

  • შედეგი შედარებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და არა მხოლოდ ლოკალურ პრაქტიკასთან.
    ასეთ დასკვნას მეტად ენდობიან საერთაშორისო გადამზღვევლები და პარტნიორები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ან უცხოური კაპიტალით დაფინანსებული ბიზნესებისთვის
  • ეს შეაფასება რისკის თითოეულ კატეგორიას სისტემურად ფარავს: ცეცხლი, წყალი, კონსტრუქციული სისუსტეები, ოპერაციული შეფერხების შესაძლებლობა – აღირიცხება აბსოლუტურად ყველა დონის რისკი.

რატომ არის Be Group გლობალური დონის Risk Survey-ს ექსკლუზიური მიმწოდებელი ქართულ ბაზარზე?

Be Group არის არა მხოლოდ McLarens-ის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში და რეგიონში, არამედ ზოგადად პირველი და ერთადერთი დამოუკიდებელი შემფასებელი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ Risk Survey-ს გლობალური სტანდარტი, მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და შესაბამისი სპეციალისტები ამ ბაზარზე მხოლოდ მას გააჩნია.

როგორ გამოიყურება რისკის შეფასების პროცესი პრაქტიკაში

  1. წინასწარი კონსულტაცია – ობიექტის და მისი საქმიანობის სპეციფიკის მიმოხილვა
  2. ადგილზე ვიზიტი – სპეციალისტი სწავლობს ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების სისტემებს, შენახვის პირობებს
  3.  სტრუქტურირებული ანალიზი – შედეგები ფასდება McLarens-ის საერთაშორისო კრიტერიუმებით
  4. დეტალური ანგარიში – კონკრეტული რეკომენდაციები, ყველა რისკი სტრუქტურირებულად გაწერილი. შედეგად, სადაზღვევო კომპანიამ იცის, ზუსტად რა რისკებს აზღვევს, ხოლო ბიზნესმა ზუსტად იცის – სად აქვს სუსტი წერტილები.

რეალურად რას აძლევს ბიზნესს რისკის შეფასება?

რისკის გამოკვლევის გარეშე ბიზნესი პოლისს ყიდულობს ვარაუდების საფუძველზე და მზღვეველიც, პოლისს გასცემს დეტალური შეფასების გარეშე. ზარალის დადგომისას კი, როცა უკვე გვიანია, რეალური სურათი განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს.

რისკების წინასწარ გამოკვლევით ბიზნესი:

  • იღებს დეტალურ სურათს, თუ სად არის რეალური საფრთხე
  • ამცირებს მოულოდნელი, დიდი ზარალის ალბათობას პრევენციული ცვლილებებით
  • იუმჯობესებს პოზიციას სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებაში – ზუსტი მონაცემების ფლობა ხშირად უკეთესი სადაზღვევო პირობების მიღების წინაპირობაა
  • იღებს დეტალური შეფასების დოკუმენტს, რომელსაც ენდობიან როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო პარტნიორები

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რა განსხვავებაა risk survey-სა და ჩვეულებრივ შეფასებას შორის?

ჩვეულებრივი შეფასება, როგორც წესი, ზარალის დადგომის შემდეგ ხდება და პასუხობს კითხვას, რა დაზიანდა. Risk survey კი დაზღვევამდე ტარდება და წინასწარ აიდენტიფიცირებს პოტენციურ საფრთხეებს, ვიდრე ისინი ზარალის მიზეზად იქცევიან.

ვისთვის არის განკუთვნილი Risk Survey?

ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს ფიზიკური აქტივები – ჰესი, საწარმო, საწყობი, სავაჭრო ან საოფისე ფართი – და სურს იცოდეს რეალური სურათი იმისა თუ რას აზღვევს, დაზღვევის შეძენამდე ან განახლებამდე.

რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი?

საერთაშორისო სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ შეფასება არა ინდივიდუალურ და სუბიექტურ შეხედულებებს, არამედ გლობალურად აპრობირებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა, რომლის სანდოობაში ეჭვი არავის შეაქვს.

რამდენ ხანში სრულდება რისკის გამოკვლევის პროცესი?

ვადა დამოკიდებულია ობიექტის მასშტაბსა და სირთულეზე, თუმცა პროცესი სტრუქტურირებულია, ხოლო თითოეული ეტაპი წინასწარ არის განსაზღვრული, რაც გამორიცხავს გაჭიანურებას.

Risk survey საჭიროებაა თუ ვალდებულება?

ეს არ არის ვალდებულება, თუმცა არაერთი სადაზღვევო კომპანია დიდი ან რთული რისკის მქონე ობიექტებისთვის რეკომენდაციას უწევს ან მოითხოვს რისკების შეფასებას – მით უმეტეს, როცა საუბარია მაღალი ღირებულების ან რთული ინფრასტრუქტურის მქონე ბიზნესის დაზღვევაზე.

რამდენად ღირს სადაზღვევო რისკის შეფასებაში ინვესტირება?

Risk Survey-ზე დახარჯული თანხა აბსოლუტურად ხარჯთეფექტურია – დამზღვევისთვისაც და მზღვეველისთვისაც. სადაზღვევო კომპანია ამ გზით რეალურ რისკებს აზღვევს რეალურ ფასად. დამზღვევი კი, გარდა იმისა, რომ დეტალური და სრული წარმოდგენა ექმნება საკუთარი ბიზნესის სუსტ წერტილებზე, იღებს სამართლიან სადაზღვევო პოლისს, სწორად დაზღვეულ რისკებსზ და ზუსტად იცის, რომ თუ ზარალი დადგება, მისი ანაზღაურება აბსოლუტურად სამართლიანი იქნება.

მსგავსი ჩანაწერები