Be Group არის მრავალპროფილური კომპანია, რომელიც უკვე 7 წელია უზრუნველყოფს ზარალის ობიექტურ და კომპლექსურ შეფასებას, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კომპანიის მთავარი ღერძი არის ზუსტად ის, რაც თანამედროვე სადაზღვევო და საკონტრაქტო ურთიერთობებს სჭირდება – ზარალის სანდო ანალიზი, ტექნიკური კომპეტენცია და რეპორტინგის უმაღლესი სტანდარტი.
მიზანი
Be Group-ის მთავარი მიზანია იყოს მტკიცე და ფუნქციური რგოლი სპეციალისტებსა და სადაზღვევო ინდუსტრიას შორის – უზრუნველყოს ზარალის შეფასების პროცესის გამარტივება, გამჭვირვალობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა. ჩვენი რეპორტები შექმნილია იმ ფორმატით, რაც სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნებს შეესაბამება და გადაწყვეტილების მიღების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
გუნდი
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ინჟინრებით, ტექნიკური ექსპერტებით, ფინანსური ანალიტიკოსებით, აუდიტორებით და სპეციალისტებით უძრავი ქონების, მოძრავი აქტივების და რისკების შეფასების მიმართულებით. თითოეულ წევრს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ტიპის ზარალის ანალიზსა და რეპორტირებაში. მათი კომპეტენცია სრულად შეესაბამება სადაზღვევო ინდუსტრიის მოლოდინებსა და საერთაშორისო შეფასების სტანდარტებს.


სანდო მულტიფუნქციური სერვისები
სანდო პროცესები
კომპანიის მოდელი და თანამშრომლობა
Be Group-ის მომსახურება დაფუძნებულია კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ჩვენ ვართ ის რგოლი, რომელიც მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ზარალის შეფასების სრულ ციკლზე – დაზიანებული ობიექტის ანალიზიდან – საბოლოო დასკვნის ფორმირებამდე. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ჩვენი უწყვეტი ზრდა და ნდობა ბაზარზე. ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ როგორც სადაზღვევო კომპანიები, ასევე საერთაშორისო საშემფასებლო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მულტიფუნქციური სერვისები – ერთ სივრცეში
Be Group აერთიანებს ზარალის შეფასებისთვის საჭირო ყველა რგოლს. ჩვენს კომპეტენციაში შედის შემდეგი მიმართულებები:
- უძრავი ქონებისა და მისი შიგთავსის შეფასება – საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე და კერძო ობიექტების ზარალის ვიზუალური, ტექნიკური და ღირებულებითი ანალიზი.
- საწარმოო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და სპეციალური ტექნიკა – მობილური და სტაციონალური მანქანა-დანადგარები, სამშენებლო, სამეურნეო ტექნიკა და ა.შ
- სასაქონლო–მატერიალური მარაგები – ინვენტარისა და მარაგების შეფასება ზარალის შემდეგ, შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით.
- ტვირთის შეფასება – ტრანსპორტირებისას დაზიანებული ტვირთის ინსპექტირება და ფინანსური ანალიზი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- ბიზნეს შეფერხების ანალიზი — ოპერაციული ზარალის, დაკარგული მოგების და ფიქსირებული ხარჯების ანალიზი.
- რისკის შეფასება — ქონებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენციული რეკომენდაციების ფორმირება.
- გამომწვევი მიზეზის დადგენა — დაზიანების ტექნიკური მიზეზის დადგენა დიაგნოსტიკური ხელსაწყოებისა და ინჟინრული ექსპერტიზის საშუალებით.
რატომ Be Group?
Be Group არ არის მხოლოდ საშემფასებლო კომპანია – ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ექსპერტული ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დროულად გაწვდით საჭირო პასუხებს. სრული პროცესი ორიენტირებულები ვართ თქვენს მხარდაჭერაზე. ჩვენ ვიცით, როგორ გავამარტივოთ პარტნიორებისთვის ზარალის შეფასების პროცესი – პროფესიონალურად, გამჭვირვალედ და ზუსტად. ამიტომ, Be Group არის სწორი არჩევანი ნებისმიერი მასშტაბის და სირთულის დავალებისთვის.