როცა სტიქია მოდის: რას გვასწავლის წყალდიდობები ზარალისთვის მზადყოფნაზე

როცა სტიქია მოდის: რას გვასწავლის წყალდიდობები ზარალისთვის მზადყოფნაზე

13-08-2026
13-08-2026

ბოლო პერიოდში გახშირებულმა სტიქიებმა კიდევ ერთხელ და ცხადად წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევა.

მიმდინარე წლის ზაფხულში უხვმა ნალექმა და სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მაგალითად, თელავში ადიდებულმა მდინარემ დატბორა სახლები, მაღაზიები, აფთიაქები, სავაჭრო და კომერციული ობიექტები. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანახმად, მიუხედავად თელავში ზარალის მასშტაბისა, სადაზღვევო კომპანიებში ზარალის შესახებ შეტყობინებების დიდი რაოდენობა არ შესულა. ეს იმას მოწმობს, რომ ქონების დაზღვევის მიმართულებით ჯერ კიდევ დაბალი პენეტრაციაა.

მეორე მხრივ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2025 წელს ₾1,4 მილიარდიან სადაზღვევო პორტფელში ქონების დაზღვევის წილი მხოლოდ და მხოლოდ 11%-ია. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობა, თუმცა, როგორც წესი სტიქიური მოვლენების, ხანძრის და სხვა გაუთვალისწინებელი ზარალის დადგომისას, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: როგორ შეიცვლება სურათი ფიზიკური პირის ან ბიზნესის ქონება რომ დაზღვეული იყოს?

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დაზღვევა არ ცვლის თავისთავად ზარალის დადგომის ფაქტს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ რა ხდება ზარალის დადგომის შემდეგ. დაზღვევა მოულოდნელად დამდგარ კატასტროფას სტრუქტურირებულ, მართვად და ანაზღაურებად პროცესად აქცევს და ამდენად, მეტი სიმშვიდე მოაქვს დაზღვეულისთვის ისედაც მძიმე მომენტში.

ამ ბლოგში გვსურს შევადაროთ, რეალურად რა სხვაობაა დაზღვეულ და დაუზღვეველ ზარალებს შორის, როცა სტიქია ქონებას აზიანებს – იქნება ეს ფიზიკური პირის, თუ ბიზნესის საკუთრება.

რა პრობლემებს აწყდება დაუზღვეველი სტიქიით დაზარალებული

იქნება ეს სახლის მფლობელი, თუ ბიზნესის, სტიქიის შემდგომი რამდენიმე საათი დაზღვევის გარეშძირითადად ქაოტურია. ან ალტერნატიული საცხოვრებელია მოსაძიებელი, ან ფართი, რომ ბიზნესმა საქმიანობის გაგრძელება შეძლოს (ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა).

ფინანსური შოკი: დგება აღდგენის საჭიროება და მოდის შესაბამსი ხაჯებიც, როგორც წესი – საკმაოდ მაღალი. სახლის მფლობელისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს დანაზოგის სრულად დახარჯვას, ან უარესი – სესხის აღებას. ბიზნესისთვის მასშტაბი კიდევ უფრო დიდია – მარაგების ჩანაცვლება, დანადგარების შეკეთება, ან განახლება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შემოსავალზე, რასაც ის ყოველდღიურად კარგავს იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებს. ხშირად ხდება ისეც, რომ მცირე ბიზნესი, რომელიც დაუზღვეველი ქონების ზარალს განიცდის, საქმიანობას აღარც აგრძელებს, არა იმიტომ, რომ ზარალის აღგენა შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ აღდგენითი სამუშაოების და დაკარგული შემოსავლის ჯამი ზედმეტად დიდი თანხაა.

თუ გზა არის, ის ზედმეტად გრძელია: დაზიანებული ქონების აღდგენა უფრო მეტად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ხდება, ვიდრე ცხადი და თანმიმდევრული პროცესი. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, შესაძლოა თვეები გასტანოს. ბიზნესს შესაძლოა მოუწიოს ნახევარი დატვირთვით მუშაობა, ან სრულად დახურვა, რაც დაკარგულ თანამშრომლებს და კლიენტებს ნიშნავს.

როგორ უმკლავდება ზარალს დაზღვეული დაზარალებული

პირველი ეფექტი: ზარალის განაცხადი დაუყოვნებლივ ივსება. ბიზნესის შემთხვევაში, მიღმა ქონების დაზიანებისა, შესაძლოა დაზღვევა ფარავდეს საქმიანობის წყვეტასაც, ანუ ანაზღაურებდეს დაკარგულ შემოსავალს, ვიდრე დაზარალებული ბიზნესი ვერ საქმიანობს. ფიზიკური პირისთვის კი დაზღვევა შესაძლოა ფარავდეს დროებითი საცხოვრებლის ხარჯებსაც.

სტრუქტურირებული პროცესი: ზარალის დამოუკიდებელი შემფასებელი აფასებს დამდგარ ზარალს და ადგენს სამართლიან ანაზღაურებას – შენობის, შიგთავსის, მარაგების, აღჭურვილობის… ყველაფრის რაც დაზარალდა და დაზღვეულია. პროცესი გამართულია, ნაცვლად ვარაუდებისა შესაძლო ზარალზე, რაც სახეზე გვაქვს დაუზღვეველი ქონებისას, აქ შეფასება ზუსტია და მიუკერძოებელი.

მარტივი პროცედურა: აღდგენის სამუშაოები, როგორც წესი, ზარალის შეფასების საფუძველზე  გაცემული კომპენსაციით ფინანსდება. დაზარალებულს აღარ უწევს საკუთარი სახსრების მობილიზება. ბიზნესი, როგორც წესი, მალევე ახერხებს ოპერაციების განახლებას.

უმნიშვნელო შენატანი, რომელიც რთულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება: ზარალის შეფასება და ანაზღაურება ის მომენტია, როცა ყველა აცნობიერებს, რომ მცირედი ყოველთვიური შენატანით შესაძლებელი იყო იმ პრობლემების თავიდან არიდება, რაც ზარალის დადგომისას იჩენს თავს და დიდ ხანს გრძელედება, დაზღვევის არარსებობის პირობებში. ის, ვისაც ზარალი უნაზღაურდება, ყველაზე კარგად აცნობიერებს, რომ დაზღვევა საუკეთსო ფინანსური გადაწყვეტილება იყო, რომელიც კი ოდესმე მიუღია.

რეალურად როგორ მუშაობს სადაზღვევო ზარალის შემფასებელი?

ზარალის შემფასებელი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მხარეა, რომელიცაბსოლუტურიზედმიწევნით აღრიცხავს ზარალს ისე, რომ არ ითვალისწინებს არც ერთი მხარის ინტერესს. დაზარალებული იღებს ზუსტად იმდენს და იმის შესაბამისად, რაც იზარალა და რაც ჰქონდა დაზღვეული – არც მეტს, არც ნაკლებს.

Be Group-ის შემთხვევაში, შემფასებლები უკვე McLarens-ის გლობალური სტანდარტით ხელმძღვანელობენ ზარალის შეფასებისას და ეს კიდევ დამატებით და სრულად გამორიცხავს მიკერძოებულობას.

პროცესი ასე გამოიყურება: ჩვენ ვამოწმებთ დაზარალებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, ვადგენთ ზარალის მიზეზს და მასშტაბს, შემდეგ კი ამ ქაოტურ სურათს გარდავქმნით ცხადად დოკუმენტირებულ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნად, რომელზე დაყრდნობითაც მზღვეველი მოქმედებს სწრაფად და სამართლიანად ზარალის ანაზღაურების პროცესში.

სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ დამდგარ ზარალს დამოუკიდებელი შემფასებელი აფასებს, დაზარალებულისთვის პრივილეგიაა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ანაზღაურებას სამართლიანად, სწრაფად და ზუსტად მიიღებს, არამც და არამც მიკერძოებულად ან მინიმიზირებულად.

დასკვნის მაგიერ

არავინ ემზადება ხანძრისთვის, დატბორვისთვის, ან უხვი ნალექისთვის, მაგრამ ნებისმიერ მოქალაქეს და ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მოემზადოს იმისთვის, რაც მას შემდეგ მოხდება, თუ რომელიმე ეს რისკი რეალიზდა.

დაზღვევა არ არის იმის გარანტი, რომ ზარალი არ დადგება. სამაგიეროდ, ის მყარი გარანტიაა, რომ თუ ზარალი დადგება, მას კონკრეტული გეგმით შეხვდებით და არა ქაოსით. ამ პროცესში კი Be Group როგორც სადაზღვევო ზარალის დამოუკიდებელი შემფასებელი, ახლა უკვე McLarens-ის გლობალური სტანდარტით, თქვენს გვერდითაა.

მსგავსი ჩანაწერები